ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ისრაელის ოპერაციას ღაზაში "სამხედრო დანაშაული" უწოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბანში იმყოფება, სადაც ლიბანის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ჰეზბოლას ლიდერს შეხვდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ "ლიბანის უსაფრთხოება ირანის უსაფრთხოებაა".
"შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი ლიბანის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს და ჰეზბოლას გენერალურ მდივანს. ჩვენ მივმართეთ თხოვნით ეგვიპტეს, გაეროს გენერალურ მდივანს და წითელ ჯვარს, რომ ნება დაგვრთონ, სურსათი, მედიკამენტები და სასმელი წყალი მივაწოდოთ ღაზას და დასავლეთ ნაპირს", - ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.